ჩვენ შესახებ

,,მეგადორსი" -  ქართული კარი ევროპული სტანდარტებით

,,მეგადორსი" ევროპული ხარისხის ქართული კარის მწარმოებელი კომპანიაა.

2017 წელს, სამშენებლო მასალების გაყიდვის სფეროში მოღვაწეობის 25-წლიანი გამოცდილების შემდეგ, შპს ,,ოცნებამ" სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი საწარმო ,,მეგადორსი" დააფუძნა, რომელიც ქართული და უცხოური ბაზრისთვის აწარმოებს ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის, ინტერიერის და ექსტერიერის, ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარ კარებს ასევე MDF-ის ინტერიერის კარებს.

მეგადორსში წარმოებს როგორც სერიული მოდელის კარები, ასევე მიიღება ინდივიდუალური შეკვეთები.

წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალები. კარის კარკასი დამზადებულია - 12%-მდე გამომშრალი პირველი ხარისხის ფიჭვის მასალით, რომელიც დამუშავებულია უახლესი ტექნოლოგიებით  . 

კომპანია იყენებს ავსტრიული ბრენდის ,,კრონოსპანის" MDF-ის პანელებს.

კარის დამზადება შესაძლებელია HPL-ის დაფარვით.

კარის ლამინირება ხდება თურქული ბრენდის PLASKO -ს ეკოლოგიურად სუფთა PVC-ის ფირფიტით.

შიგთავსი - გერმანული სეურლანდის კარის პანელები, უზრუნველყოფს 30 დეციბალამდე ხმაგაუმტარობას, თბოგაუმტარობას და სიმყარეს, ხოლო ბრიტანული HALSPAN-ის პანელი - ცეცხლმედეგობას.

წებოები და საღებავები შერჩეულია Henkel-ისა და Kliberit -ის ევროპული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან.

„მეგადორსი" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BM TRADA-ს საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს 30, 60, 90 და 120 წთ-იანი ცეცხლმედეგი კარის წარმოებისთვის.

კომპანიის მიზანი:

მომხმარებლისთვის ხარისხიანი, უსაფრთხო, ინოვაციური და ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.

ჩვენი პრიორიტეტი:  

ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების ხელშეწყობა.

რატომ „მეგადორსი"?

წარმოებისთვის გამოყენებულია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული;

პროდუქცია გათვლილია ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე;

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ციფრული დაზგა-დანადგარებით;

პროდუქტს ქმნიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;

,,მეგადორსი", სხვადასხვა დიზაინისა და სტრუქტურის კარებთან ერთად, მომხმარებელს იატაკის ლარტყებს (პლინტუსებს), მუხის პარკეტსა და კედლის დეკორატიულ პანელებსაც სთავაზობს.

ჩვენი სამომავლო გეგმები:

დანადგარების განუსაზღვრელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია სამომავლოდ გეგმავს ავეჯის წარმოებას.

ხარისხისა და სტანდარტის ISO 9001 : 2015 სერტიფიკატის მოპოვება, რომელიც დასრულდება 2019 წლის აგვისტოში.

კარების წარმოების რაოდენობის ზრდა და ექსპორტი

 

ჩვენი მისია:

საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ხარისხის მუდმივი კონტროლით, მოსახლეობას შევუქმნათ უსაფრთხო, ჯანსაღი და საიმედო გარემო.

 

ჩვენი ხედვა: 

,,მეგადორსი" გახდეს ინოვაციური წარმოების დანერგვის ლიდერი კომპანია საქართველოში.