About Us.

კარები არის შენობის, სახლისა თუ ბინის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ამიტომ მათ
წარმოებას და მონტაჟის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. გამოიყენება
როგორც გარე ისე ოთახშორისი კარებები. გარე კარებები უფრო მასიურია, მის
დამზადებაში ხშირად სხვადასხვა ლითონი და სხვა დამატებითი მასალები გამოიყენება,
რაც მის გამძლეობასა და უსაფრთხო მოხმარებას უზრუნველყოფს.
ასევე, ოთახშორისი კარებები მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება თანამედროვე
ინტერიერში, რადგანაც მათ შეუძლიათ შეასრულონ არა მარტო პრაქტიკული ფუნქცია ,
არამედ ესთეტიურიც, რათა მისცენ ოთახს მდიდრული და ლამაზი შეხედულება, ამიტომ
მათი არჩევანი ფერის, ზომის, მასალის , ფასის და სხვა პარამეტრების მიხედვით
საკმაოდ მრავალფეროვანია.
   კარები ყოველთვის არის მზერის არეალში, ამიტომ მათ აწყობის და მონტაჟის ხარისხს
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ხარისხიანი კარების წარმოება „მეგადორსი“
   ქართული ბრენდული კარების „მეგადორსის“ წარმოება კომპანია „ოცნების სახლმა” 2017
წლიდან დაიწყო, თუმცა ქართულ სამშენებლო ბაზარზე ის უკვე 20 წელია რაც
მოღვაწეობს. კომპანია 2016 წლიდან ჩაერთო საზოგადოებრივ პროექტ „აწარმოე
საქართველოში“, ააშენა თანამედროვე ქარხანა და ერთი წლის შემდეგ „Megadoors”-ის
სახელით დაიწყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი კარების წარმოება.
წარმატებული საქმიანობა განაპირობა ახალმა ტექნოლოგიებმა, თანამედროვე მანქანა-
დანადგარებმა, მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულმა,
მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა და თანამედროვე გუნდურმა მენეჯმენტმა.
სულ მალე წარმოებაში დაინერგა ახალი ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომლებმაც
საშუალება მისცა მეგადორსს სხვადასხვა დიზაინის, ფორმის, ზომისა და ფერის
ზეგამძლე კარები გამოეშვა, რომელიც გერმანული ტექნოლოგების მიერ შემუშავებულ
ცეცხლგამძლე და ხმაურის შემაკავებელი თვისებებით გამოირჩევა. თამამად შეიძლება
ითქვას რომ დღეს ხარისხიანი კარების წარმოებაში „მეგადორსი“ ყველაზე მოწინავე
პოზიციას იკავებს საქართველოში. კომპანიამ უკვე საექსპორტო გაყიდვებიც დაიწყო.
   კომპანია მეგადორსის კარების უპირატესობა სიმტკიცე, ხმაურგამტარიანობა და
ცეცხლგამძლეობაა. მსოფლიო ბაზარზე კარგად განვითარებული გერმანული პანელების
ცეცხლმედეგი და აკუსტიკური კარის შიგთავსი უზრუნველყოფს კარების 30-დან 60
წუთამდე ცეცხლმედეგობას და 30 დეციბალამდე ხმის იზოლაციას. რაც სრულად
შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
კომპანია „Megadoors”-ი ქართული პროდუქციის წინა პლანზე წამოწევას, იმპორტის
ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და
საქართველოს ეკონომიკაში საექსპორტო პროდუქციის წილის განუხრელი ზრდის
შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
       ჩვენი საიტი საშუალებას მოქცემთ გაეცნოთ წარმოებული პროდუქციას, რათა
თქვენთვის სასურველი ფერის, კონფიგურაციის, ზომის და ფასის კარები აქვე შეარჩიოთ
და ადგილზე მიუსვლელად შეიძინოთ.

Video Gallery

Promo videos

Why you need to choose our door

What benefits Mega Doors provide

Custummer reviews

TV episodes

Fire resistant door

Metal door

Photo Gallery

View all collections