სიახლეები

‘’მეგადორსი’’ - ცეცხლმედეგი კარის მწარმოებელი, პირველი სერტიფიცირებული კომპანიაა საქართველოში.

ქართულ ბაზარზე ეს არის  სრულიად ინოვაციური და თანამედროვე პროდუქტი, რომელიც „მეგადორსმა“ უსაფრთხოების სტანდარტების, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველსაყოფად მომხმარებელს  შესთავაზა.

პირველად საქართველოში, კომპანია „მეგადორსში“  ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარი კარის წარმოება დაიწყო. კომპანია აღნიშნული პროდუქტის წარმოებისას  იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპულ მასალებს. კერძოდ: FALCON PANEL PRODUCT-ის 30,60 და 90 წთ-იან ცეცხლმედეგ პანელს, JNF-ის ჩამალული/მუხლიანი კარის შვეიცარს, ცეცხლმედეგ ანჯამას და კარის გილიოტინას, PYROPLEX-ის აქაფებადი, კვამლისა და ცეცხლის შემაკავებელ შუასადებებს.

ქართულ ბაზარზე ეს არის  სრულიად ინოვაციური და თანამედროვე პროდუქტი, რომელიც „მეგადორსმა“  უსაფრთხოების სტანდარტების, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველსაყოფად მომხმარებელს  შესთავაზა.

„მეგადორსი" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ცეცხლმედეგი კარის წარმოებისთვის BM TRADA-ს საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა.  აღნიშნული სერტიფიკატი კომპანიას საშუალებას აძლევს  აწარმოოს 30, 60 და 90 წთ-იანი ცეცხლმედეგი კარი.