სიახლეები

Falcon Panel Products-ს და მეგადორსს შორის პარტნიორობა ოფიცილაურად გაფორმდა

„მეგადორსი“ Falcon Panel Product-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

„მეგადორსი“ ბრიტანული კომპანიის Falcon Panel Product-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. ამის თაობაზე მემორანდუმი ორ კომპანიას შორის 18 იანვარს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კომპანია „მეგადორსი“-ს დირექტორმა ილია გაბაიძემ და Falcon Panel Product-ის დირექტორმა Mark Percival-მა.

Falcon-ის ევროპული სტანდარტის შესაბამის პროდუქციას  „მეგადორსი“ ცეცხლმედეგი კარის წარმოებისას იყენებს,  სწორედ ამ სტანდარტის გათვალისწინებით მიანიჭა „მეგადორსს“ ცეცხლმედეგი კარის წარმოების სერტიფიკატი სასერტიფიკაციო ლიდერმა კომპანია BM trada-მ.

Falcon Panel Product არის კარის, იატაკისა და კედლის საიზოლაციო პანელების მსოფლიო დისტრიბუტორი.  მისი  პროდუქციის დისტრიბუცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატა. 

ბრიტანული კომპანია Falcon Panel Products 1986 წელს დაარსდა და მას შემდეგ აწარმოებს ცეცხლმედეგი და არაცეცხლმედეგი კარის, იატაკისა და ჭერის მერქანბურბუშელოვან პანელებს. წარმოების კუთხით Falcon Panel Products ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით.