სიახლეები

About Mega Doors

,,მეგადორსი" - ქართული კარის წარმოების  ლიდერი საქართველოში

კომპანია ,,მეგადორსმა'' ქართული კარის წარმოება 2017 წლიდან დაიწყო.

კომპანია 2016 წელს ჩაერთო საზოგადოებრივ პროექტში ,,აწარმოე საქართველოში“, ააშენა თანამედროვე ქარხანა და ერთი წლის შემდეგ „მეგადორსის" სახელით დაიწყო ევროპული სტანდარტის შესაბამისი კარის წარმოება.

კომპანიის წარმატება განაპირობა თანამედროვე გუნდურმა მენეჯმენტმა, მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა და უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულმა.

მენეჯმენტმა თავიდანვე მიზნად დაისახა,  შეექმნა ევროპული სტანდარტის კომპანია. სულ მალე წარმოებაში დანერგა  ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებმაც საშუალება მისცა ,,მეგადორსს", გამოეშვა სხვადასხვა დიზაინის, ფორმის, ზომისა და ფერის ზეგამძლე,  გერმანული ტექნოლოგიებით შემუშავებული,  ცეცხლგამძლე და 30 დეციბალამდე ხმაგაუმტარი კარები.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ხარისხიანი კარების წარმოებაში „მეგადორსი"  დღეს უპირობო ლიდერია  საქართველოში.

,,მეგადორსი" ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე,  როგორიცაა:  ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი (ISO 9001:2015) და პროდუქციის ექსპორტირება ევროპის ქვეყნებში.