Alexaკარი,შიდა კარები,რკინის კარი,მდფ,ხის კარი,ხარისხიანი,კარები იაფად

მეგადორსი - ჩვენი სახლის კარი
უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტით შექმნილი კარი მისაღებ ფასად

კარი, შიდა კარები, რკინის კარი, მდფ, ხის კარი, ხარისხიანი

Megadoors



შემოთავაზებული კარები











კომპანია მეგადორსი

კომპანია „მეგადორსი“ შპს „ოცნებამ“ დააფუძნა, რომელსაც, თავის მხრივ, სამშენებლო მასალების გაყიდვის სფეროში საქმიანობა 1994 წლიდან დაიწყო.

„მეგადორსი“ აწარმოებს, როგორც სერიული მოდელის კარებს, ასევე ახორციელებს ინდივიდუალურ შეკვეთებს. კომპანია წარმოებაში იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპულ მასალებს. კერძოდ, კარის კარკასი დამზადებულია - 12%-მდე გამომშრალი პირველი ხარისხის ფიჭვის მასალით, რომელიც დამუშავებულია უახლესი ტექნოლოგიებით. გამოიყენება ავსტრიული ბრენდის „კრონოსპანის" MDF(მდფ)-ის პანელები, კარები მზადდება HPL-ის დაფარვით, ხოლო კარის ლამინირება ხდება თურქული ბრენდის PLASKO -ს ეკოლოგიურად სუფთა PVC-ის ფირფიტით.

კარის შიგთავსისთვის გამოიყენება გერმანული სეურლანდის კარის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფს 30 დეციბალამდე ხმაგაუმტარობას, თბოგაუმტარობას და სიმყარეს, ხოლო ბრიტანული FALCON PANEL PRODUCTS-ის პანელი - ცეცხლმედეგობას.

წებოები და საღებავები შერჩეულია Henkel-ისა და Kliberit -ის ევროპული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან. „მეგადორსი", სხვადასხვა დიზაინისა და სტრუქტურის კარებთან ერთად, როგორებიცაა: შიდა კარები, რკინის კარი, ხის კარი და ა.შ. მომხმარებელს იატაკის ლარტყებს (პლინტუსებს), მუხის პარკეტსა და კედლის დეკორატიულ პანელებსაც სთავაზობს.

„მეგადორსი" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BM TRADA-ს საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს 30, 60, 90 და ცეცხლმედეგი კარის წარმოებისთვის.

„მეგადორსი" - ქართული კარის წარმოების ლიდერი საქართველოში კომპანია „მეგადორსმა" ქართული კარის წარმოება 2017 წლიდან დაიწყო.
კომპანია 2016 წელს ჩაერთო საზოგადოებრივ პროექტში ,,აწარმოე საქართველოში“, ააშენა თანამედროვე ქარხანა და ერთი წლის შემდეგ „მეგადორსის" სახელით დაიწყო ევროპული სტანდარტის შესაბამისი კარის წარმოება.
კომპანიის წარმატება განაპირობა თანამედროვე გუნდურმა მენეჯმენტმა, მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა და უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულმა.
მენეჯმენტმა თავიდანვე მიზნად დაისახა, შეექმნა ევროპული სტანდარტის კომპანია. სულ მალე წარმოებაში დანერგა ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებმაც საშუალება მისცა ,,მეგადორსს", გამოეშვა სხვადასხვა დიზაინის, ფორმის, ზომისა და ფერის ზეგამძლე, გერმანული ტექნოლოგიებით შემუშავებული, ცეცხლგამძლე და 30 დეციბალამდე ხმაგაუმტარი კარები.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხარისხიანი კარების წარმოებაში „მეგადორსი" დღეს უპირობო ლიდერია საქართველოში.




მეგადორსის სერტიფიკატები

ISO 9001 სტანდარტის უპირატესობები:
ISO 9001 გაძლევთ საშუალებას გააუმჯობესოთ პროდუქციის, პროცესების და მომსახურების ხარისხი;
ISO 9001 სტანდარტის გამოყენებეთ შეგიძლიათ აამაღლოთ მომხმარებლის კმაყოფილება;
ISO 9001 სტანდარტის საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ მწარმოებლუნარიანობა;
ISO 9001 სტანდარტის დანერგვით აამაღლებთ თქვენს კონკურენტუნარიანობას;
ISO 9001 წარმოაჩენს თქვენს დამოკიდებულებას ხარისხისადმი;
ISO 9001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ და ურთიერთობა დაამყაროთ მრავალ კომპანიასთან, სადაც იგი წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებას ან სატენდერო მოთხოვნას.
ჩვენთვის, როგორც ევროპული სტანდარტის მქონე კოპნანიისთვის საამაყოა, რომ „მეგაროსს“ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიენიჭა. რაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.



სერთიფიკატები









ჩვენი პარტნიორები