Alexaსიახლეები | ახალი ქართული ბრენდი 2019

ახალი ქართული ბრენდი 2019

“მეგადორსი”  დასახელდა როგორც  "ახალი ქართული ბრენდი 2019"

 

“მეგადორსი” "ახალი ქართული ბრენდი 2019"-ის საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა.

 

2019 წლის 26 დეკემბერს სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა - “ქართული ბრენდის დღე”, სადაც “მეგადორსი” დაჯილდოვდა ნომინაციაში "ახალი ქართული ბრენდი 2019“.

 

ჩვენთვის საამაყოა, რომ “მეგადორსი” ერთადერთი სერტიფიცირებული ცეცხლმედეგი კარის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. ცეცხლგამძლე კარების წარმოებაზე შესაბამისი სერტიფიკატი სერტიფიცირების ლიდერი ბრიტანული კომპანია - BM TRADA-გან მივიღეთ. გარდა ამისა, „მეგადორსი“ ერთგულ მომხმარებელს ინტერიერისთვის მდფ-ისა და ლითონის კარების ფართო არჩევანსაც სთავაზობს. „ჩვენ  ვზრუნავთ მომხმარებლის უსაფრთხო გარემოზე“- დაჯილდოების ღონისძიებაზე  კომპანიის დირექტორმა ილია გაბაიძემ განაცხადა.

 

„მეგადორსმა“ 2019 წელს კომპანიაში ხარისხისა და სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა. სერტიფ. ნომერი 12 100 58781 TMS