
მეგადორსი - J. Neves y Filhos-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია
J.Neves y Filhos (JNF) და მეგადორსს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება 2019 წლის შემოდგომაზე გაფორმდა.
„ჩვენი პარტნიორების გრძელ სიას, კიდევ ერთი, მეტად წარმატებული კომპანია შეემატა. ჩვენთვის საამაყოა, რომ „მეგადორსი“ არის J.Neves y Fillos (JNF)-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში,“- ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა „მეგადორსის“ დამფუძნებელმა რაულ გაბაიძემ.
Neves y Filhos (JNF) არის სერტიფიცირებული ცეცხლმედეგი აქსესუარების მწარმოებელი და დისტრიბუტორი პორტუგალიური კომპანია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1965 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის წარმატების 55-წლიანი ისტორია ხარისხის და საუკეთესო მომსახურების გარანტიაა.