Alexaსიახლეები | კომპანია

სიახლეები

კომპანია

მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის წარმატებულ ურთიერთობას ხარისხიანი პროდუქტი განაპირობებს. 

ხარისხი მნიშვნელოვანი მახასიათებელია იმისთვის, რომ დღევანდელი კონკურენციის პირობებში კომპანიამ შედარებით ადვილად დაიკავოს ადგილი ბაზარზე. შესაბამისად, როდესაც მწარმმოებელი კომპანია აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, მომხმარებლის ნდობა მის მიმართ მაღალია. 

ალბათ ხშირად გსმენიათ  ISO სერთიფიკატის შესახებ, რას გულისხმობს  და როდის ენიჭება ის მწარმოელს ?

ISO 9001(International Standardization Organization)  სწორედ ხარისხისა და სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატია.

ეს არის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ირჩევს ნახევარ მილიონზე მეტი, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაცია, მსოფლიოს 159 ქვეყანაში. 

სერტიფიკატის ფლობა კომპანიის პრესტიჟულობას უსვამს ხაზს და  უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან, როგორც სამედიცინო, ისე მენეჯმენტის კუთხით. 

ISO სერტიფიკატი მთელს მსოფლიოში ხარისხთან ასოცირდება და ის მიზნად არამხოლოდ მეწარმეების, არამედ საზოგადოების დაკმაყოფილებას ისახავს.
ექსპერტთა განცხადებით, ISO-ს სტანდარტები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ვინაიდან მათი მეშვეობით: პროდუქტებისა და მომსახურების წარმოება და მიწოდება უფრო ეფექტური, უსაფრთხო და სუფთა ხდება, იზრდება პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

ISO 9001 სტანდარტის უპირატესობები:

 

ISO 9001 გაძლევთ საშუალებას გააუმჯობესოთ პროდუქციის, პროცესების და მომსახურების ხარისხი;

ISO 9001 სტანდარტის გამოყენებეთ შეგიძლიათ აამაღლოთ მომხმარებლის კმაყოფილება;

ISO 9001 სტანდარტის საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ მწარმოებლუნარიანობა;

ISO 9001 სტანდარტის დანერგვით აამაღლებთ თქვენს კონკურენტუნარიანობას;

ISO 9001 წარმოაჩენს თქვენს დამოკიდებულებას ხარისხისადმი;

ISO 9001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ და ურთიერთობა დაამყაროთ მრავალ კომპანიასთან, სადაც იგი წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებას ან სატენდერო მოთხოვნას.

ჩვენთვის, როგორც ევროპული სტანდარტის მქონე კოპნანიისთვის საამაყოა, რომ „მეგაროსს“  ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიენიჭა. რაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.