ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანია „მეგადორსი“ შპს „ოცნებამ“ დააფუძნა, რომელსაც, თავის მხრივ , სამშენებლო მასალების გაყიდვის სფეროში საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

„მეგადორსი“ აწარმოებს, როგორც სერიული მოდელის კარებს, ასევე ახორციელებს ინდივიდუალურ შეკვეთებს. კომპანია წარმოებაში იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპულ მასალებს. კერძოდ, კარის კარკასი დამზადებულია - 12%-მდე გამომშრალი პირველი ხარისხის ფიჭვის მასალით, რომელიც დამუშავებულია უახლესი ტექნოლოგიებით. გამოიყენება ავსტრიული ბრენდის ,,კრონოსპანის" MDF-ის პანელები, კარის დამზადება შესაძლებელია HPL-ის დაფარვით, ხოლო კარის ლამინირება ხდება თურქული ბრენდის PLASKO -ს ეკოლოგიურად სუფთა PVC-ის ფირფიტით.

კარის შიგთავსისთვის გამოიყენება გერმანული სეურლანდის კარის პანელები, რომლებიც უზრუნველყოფს 30 დეციბალამდე ხმაგაუმტარობას, თბოგაუმტარობას და სიმყარეს, ხოლო ბრიტანული FALCON PANEL PRODUCTS-ის პანელი - ცეცხლმედეგობას.

წებოები და საღებავები შერჩეულია Henkel-ისა და Kliberit -ის ევროპული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან. ,,მეგადორსი", სხვადასხვა დიზაინისა და სტრუქტურის კარებთან ერთად, მომხმარებელს იატაკის ლარტყებს (პლინტუსებს), მუხის პარკეტსა და კედლის დეკორატიულ პანელებსაც სთავაზობს.

„მეგადორსი" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BM TRADA-ს საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს 30, 60, 90 და ცეცხლმედეგი კარის წარმოებისთვის.

Card image cap
კომპანიის მიზანი

მომხმარებლისთვის ხარისხიანი, უსაფრთხო, ინოვაციური და ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.

Card image cap
ჩვენი მისია

საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და ხარისხის მუდმივი კონტროლით, მომხმარებლისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი და საიმედო გარემოს შექმნა.

Card image cap
ჩვენი ხედვა

,,მეგადორსი" გახდეს ინოვაციური წარმოების დანერგვის ლიდერი კომპანია საქართველოში.

Card image cap
რატომ „მეგადორსი"?

წარმოებისთვის გამოყენებულია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული; პროდუქცია გათვლილია ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე; საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ციფრული დაზგა-დანადგარებით; პროდუქტს ქმნიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;

ისტორია

სამშენებლო მასალების გაყიდვის სფეროში საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილების შემდეგ, შპს ,,ოცნებამ", სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ახალი საწარმო ,,მეგადორსი" 2017 წელს დააფუძნა.

“მეგადორსი“ ქართული და უცხოური ბაზრისთვის აწარმოებს ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის, ინტერიერის და ექსტერიერის, ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარ კარებს, ასევე MDF-ის ინტერიერის კარებს.

საწარმო „მეგადორსს“ საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 424 000 ლარს შეადგენს.

„მეგადორსი" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BM TRADA-ს საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს 30, 60, 90 და ცეცხლმედეგი კარის წარმოებისთვის.