აკუსტიკური კარი მზადდება გერმანულ ბრენდ SAUERLAND Spanplatte-ის მიერ მოწოდებული შიგთავსის გამოყენებით და ხმაურის დონეს 30 დეციბალით ამცირებს.

SAUERLAND Spanplatte-ის სათავო ოფისი
SAUERLAND Spanplatte-ის სათავო ოფისი

SAUERLAND Spanplatte 1951 წლის სექტემბერში ქალაქ ანსბერგში დაარსდა. კომპანია აწარმოებს ჩვენს პროდუქციაში გამოყენებულ ცეცხლგამძლე და აკუსტიკურ პანელებს.

წლების განმავლობაში კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა სწაფად იზრდებოდა. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანიამ 1991 წელს მეორე ქარხანა ქალაქ გოთაში შეიძინა. ახალმა ქარხანამ ოპერირება ტექნოლოგიური გადაიარაღების შემდეგ 1992 წელს დაიწყო.

SAUERLAND Spanplatte-ში კარის პანელების წარმოების ტექნოლოგია 70-ზე მეტი წლის განმავლობაში წარმატებით ვითარდება და იხვეწება, რაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოშვების გარანტიაა.

ამჟამად, კომპანიაში 45 დანადგარი ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 კუბური მეტრი მოცულობის ნედლეულს ამუშავებს.

Megadoors-ი წელიწადში 7-8 კონტეინერის მოცულობის პანელების იმპორტს ახორციელებს, რომელთა გამოყენებითაც ცეცხლმედეგ და აკუსტიკურ კარებს აწარმოებს, რითაც ევროპულ კარს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ადგილობრივი ბაზრისათვის.

SAUERLAND Spanplatte-ის 70 წლიანი გამოცდილება, წარმოების გერმანული სიზუსტით წარმართვის ტრადიცია და Megadoors-ის მასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია ნიშნავს, რომ ჩვენთან შეძენილი კარები მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ და გაალამაზებს თქვენს ინტერიერს.

Megadoors-ის მიერ წარმოებული აკუსტიკური კარი
Megadoors-ის მიერ წარმოებული აკუსტიკური კარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.