(სტატიის პირველი ნაწილი)

შიდა კარი ინტერიერის მნიშვნელოვანი შემადგენელია. კარები ქმნიან აქცენტებს, სისრულის განცდას, ჰარმონიულ გარემოს. შიდა კარები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სტილის, მასალებისა და კონსტრუქციის მიხედვით. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ მნიშვნელოვან მახასიათებლებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ კარის შერჩევისას.

რას უნდა მიექცეს ყურადღება კარის შერჩევისას?

უპირველეს ყოვლისა, განვსაზღვროთ კარების მნიშვნელოვანი მახასიათებლები:

1. დიზაინი და სტილი

შიდა კარი ინტერიერის შემადგენელია ნაწილია, ამიტომ, პირველ რიგში, განვიხილოთ მისი შესახედაობა. კარის დიზანი დამოკიდებულია შემდეგ პუნქტებზე:

• ზედაპირის ფაქტურა – გლუვი, ხაოიანი, მქრქალი, პრიალა, ხის იმიტაცია, ბეტონის იმიტაცია, ქვის იმიტაცია.
• ზედაპირის ფერი – ღია ფერის კარი ყველაზე მეტად პოპულარულია, მათ მოსდევს მუქი ფერები და ნაკლები მოთხოვნით სარგებლობენ ფერადი (წითელი, ლურჯი, მწვანე) ვარიანტები.
• ნახატი – გეომეტრიული ხაზები, კლასიკური ნიმუშები, ნახატის გარეშე, მცენარეების მოტივები, ანბანის მოტივები, შუშის ჩანართების სხვადასხვა კომბინაცია.
• ჩამალული კარი – კარი, რომელიც მთლიანად ერწყმის კედელს და ინტერიერში მაშინვე არ ჩანს.

2. ღირებულება

ეს კრიტერიუმი ყოველთვის მნიშვნელოვანია. რამდენიმე კარის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში, შესაძლებელია მიიღოთ ფასდაკლება. ასეთი გზით, ხარისხიანი და ლამაზი კარების ხელსაყრელ ფასად შეძენის შესაძლებლობა გეძლევათ. ყოველთვის მოიკითხეთ მიმდინარე აქციების არსებობა.

3. ხარისხი და საიმედოობა

ყველას სურს, რომ კარებმა დიდი ხნის განმავლობაში და უსიამოვნო სიტუაციების გარეშე ემსახურონ. სურს, რომ საკეტებმა გამართულად იმუშაონ, ზედაპირი არ გახუნდეს და არ დაიკაწროს, კარმა არ დაკარგოს პირვანდელი სახე.

4. ხმაურის იზოლაცია, სინათლისა და სუნის გამტარიანობა

მრავალი მყიდველისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოთახში არ შემოდიოდეს ხმაური გარედან და ოთახიდან არ გადიოდეს ხმაური გარეთ. ეს ფაქტორი დიდ მნიშვნელობას იძენს საძინებელ და საბავშვო ოთახებში.

სინათლის გამტარიანობა მნიშვნელოვანია სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახებისთვის, რაც საჭიროებას არ წარმოადგენს საძინებლებისათვის.

სუნის გამტარიანობის დაბალი დონე მნიშვნელოვანია სამზარეულოსა და სააბაზანო-საპირფარეშო ოთახებისთვის.

5. დაცვა ტენიანობის ზემოქმედებისგან

სააბაზანო ოთახისათვის განკუთვნილი შიდა კარი უნდა უძლებდეს ტენიანობისგან მომდინარე ზემოქმედებას, არ უნდა გაიბეროს, ზედაპირი არ უნდა დასკდეს, არ უნდა აიქერცლოს, არ დაკარგოს პირვანდელი გარეგნობა და გეომეტრია.

6. გახსნის მეთოდი

მყიდველებისა უმეტესობა კარის გახსნის კლასიკურ ვარიანტს ირჩევს, რადგან იგი ყველაზე პოპულარული და ეკონომიური ვარიანტია. თუმცა, დღესდღეობით, ბაზარი კარის გასხნის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:

• კლასიკა – იხსნება შიგნიდან გარეთ ან გარედან შიგნით. მისაღებია ორფრთიანი კარებისთვისაც. დადებითი მხარეები: მისაღები ფასი, მონტაჟის გაადვილება, უნივერსალურობა. უარყოფითი მხარეები: არ არის ორიგინალური.

კლასიკა

• რელსი – კარი სრიალებს კედლის გასწვრივ ჩამალული მცირე ბორბლების დახმარებით. დადებითი მხარე: სივრცის ეკონომია. უარყოფითი მხარეები: შედარებით მაღალი ფასი, მონტაჟის სირთულე, ხმაურისა და სუნის გავრცელებისგან დაცვის ნაკლები შესაძლებლობა.

რელსი

• უჯრა – კარი, რომელიც კედელში შედის დამალული რელსის მექანიზმისა და მცირე ბორბლების დახმარებით. დადებითი მხარეები: ხმაურის გავრცელებისგან კარგი დაცულობა და სივრცის ეკონომია. უარყოფითი მხარეები: მაღალი ფასი და მონტაჟის სირთულე.

უჯრა

• წიგნი – კარი, რომელიც გახსნისას შუაზე იკეცება. ასეთი კარები პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. დადებითი მხარე: სივრცის ეკონომია, რაც ძალიან აქტუალურია შემოსასვლელისთვის, საგარდერობო ოთახისთვის და საკუჭნაოსთვის. უარყოფითი მხარეები: გაცილებით ძვირი, ვიდრე კლასიკური გაღების მექანიზმი და დიზანის შეზღუდული არჩევანი.

წიგნი

• ბრუნვა – კარი, რომელიც გაღებისას ბრუნავს. დადებითი მხარეები: მოხერხებულობა, უჩვეულობა და სივრცის ეკონომია. უარყოფითი მხარეები: მაღალი ფასი და ხმის დაბალი იზოლაცია.

ბრუნვა

კარის გახსნის რომელი მეთოდი უნდა შეარჩიოთ?

თუ უჩვეულო კარის შეძენა გსურთ, ისეთის, რომელიც ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს, შეგიძლიათ შეარჩიოთ რომელიმე არასტანდარტული ვარიანტი. მაგალითად, მბრუნავი კარი.

თუ ოთახში ცოტა სივრცეა და ყოველი კვადრატული სანტიმეტრის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ შეარჩიოთ კარი, რომელიც რელსებზე მოძრაობს ან რომელიც წიგნივით იკეცება.

თუ განსაკუთრებული მოთხოვნები არ გაგაჩნიათ და კარების შეძენა-მონტაჟზე დიდი ოდენობით თანხის დახარჯვა არ გსურთ, არჩევანი შეაჩერეთ კარებზე კლასიკური გაღების მეთოდით. ასეთი კარი მოსახერხებელი და იაფია.