ცეცხლმედეგი კარი თქვენი დაცულობის და სიმშვიდის გარანტიაა.

ცეცხლმედეგი კარი - ცეცხლმედეგობის სერტიფიკატები
ცეცხლმედეგობის სერტიფიკატები

Efectis არის პროდუქტების, სისტემების და კონსტრუქციების ცეცხლმედეგობის დონის შემფასებელი კომპანია. მისი სათავო ოფისი საფრანგეთში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივი ლაბორატორიები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს გახსნილი.

Efectis-ის ჯგუფი შედგება 4 კომპანიისაგან: Efectis France, Efectis Nederland, Efectis Era Avrasya, Efectis Uk/Ireland. კომპანიაში დასაქმებულია 270 სპეციალისტი, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 20 ფილიალში. Efectis-ის მფლობელობაშია 7 ლაბორატორია, რომლებშიც მხოლოდ 2020 წელს 3 000-მდე ტესტი ჩატარდა.

კომპანიას 70-წლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა სახის დანადგარების ცეცხლმედეგობის დონის შეფასებაში. მათი გამოცდილება მათ მიერ გაკეთებული დასკვნების სიზუსტის გარანტიაა.

Efectis-ს შემოწმებული აქვს სამშენებლო, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა სახის ინდუსტრიულ პროექტებში გამოყენებული დანადგარები.

მოხარულნი ვართ, რომ Megadoors-ის წარმოებული ცეცხლმედეგი კარების ეფექტურობა Efectis-მაც დაამოწმა და ისინი მრავალი წლის განმავლობაში იზრუნებენ თქვენს უსაფრთხოებაზე.

გახსოვდეთ: ცეცხლმედეგი კარი თქვენი დაცულობის და სიმშვიდის გარანტიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.